ირაკლი ღარიბაშვილი - ხვალ ჩვენ ვიმსჯელებთ გარკვეული რეგულაციების შემოტანაზე, როგორიც არის ნიღბების ტარება; შევდივართ საარჩევნო აქტიურ ფაზაში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარკვეული სტანდარტით ჩავატაროთ აღნიშნული არჩევნები

09 Aug 2021 01:39

კიდევ ერთხელ, მინდა მოსახლეობას განვუმარტო, რომ ჩაკეტვებით ჩვენ ეპიდემიას ვერ დავამარცხებთ, ჩვენ შეიძლება დროებით პროცესი გავწელოთ, მაგრამ ჩვენ პანდემიის დამარცხება შეგვიძლია, მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინით და აცრებით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში განაცხადა, სადაც“ფაიზერის“ პირველი დოზით აიცრა.  


მთავრობის მეთაურმა გარკვეული რეგულაციების შემოტანაზე გაამახვილა ყურადღება. 


„ხვალ ჩვენ ვიმსჯელებთ გარკვეული რეგულაციების შემოტანაზე, როგორიც არის ნიღბების ტარება, მითუმეტეს, შევდივართ საარჩევნო აქტიურ ფაზაში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარკვეული სტანდარტით ჩავატაროთ აღნიშნული არჩევნები. მე ასევე გამოვედი ინიციატივით, რომ მაგალითად ცესკოს შევთავაზეთ, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში, ეფექტიანად ჩავატარებთ ვაქცინაციას, აცრებს ჩავუტარებთ კომისიის ყველა წევრს, ასევე გვსურს, რომ კანდიდატებს შევთავაზოთ ვაქცინაცია და ყველას ზოგადად, ვინც არის ჩართული ამ არჩევნებში, იმისთვის, რომ მართლაც მაღალი სტანდარტით ჩავატაროთ კოვიდისგან დაცული, უსაფრთხო არჩევნები“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.




კომენტარები:

ფართი შოპი