ირაკლი ღარიბაშვილი - 9 აგვისტოს სამარცხვინო კონცერტი მოაწყვეს, კატასტროფული სურათი ვიხილეთ- სააკაშვილის სიცილი, მაშინ, როდესაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები იხოცებოდნენ, ეს სხვა არაფერია თუ არა ღალატი

09 Aug 2021 11:26

კატასტროფული სურათი ვიხილეთ რუსთაველის წინ 2008 წლის 9 აგვისტოს, ეს იყო იმდროინდელი პრეზიდენტის - სააკაშვილის სიცილი ვითომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე და ეს მაშინ, როდესაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები იხოცებოდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


პრემიერ - მინისტრის თქმით, 9 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილის საქციელი სხვა არაფერი იყო თუ არა ღალატი.


„დღეს მოგეხსენებათ ჩვენთვის თანამედროვე ისტორიაში მძიმე თარიღია. მე ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინე ჩემს განცხადებასთან დაკავშირებით, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ის უმძიმესი პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოსა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, რომელიც არ თუ ვერ აიცილა სააკაშვილის მოღალატეობრივმა პოლიტიკამ, ამან გამოიწვია ძალიან მძიმე შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნის რეალობაში, რაც არის ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია რუსეთის მიერ და ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ეგრედ წოდებული აღიარება, მათ შორის ცხინვალის რეგიონის, რომელსაც თავად, მოღალატე სააკაშვილი ქვების გროვებს უწოდებდა, ეს მისი სიტყვებია ეს არ არის ჩემი ინტერპრეტაცია, ასევე მოსახლეობას მინდა შევახსენო, რომ სწორედ ეს ადამიანები, რომლებიც გამოდიან და ბედავენ პოლიტიკაში დარჩენას, ის ძალა, რომელმაც ქვეყნის 20% დაუკანონა რუსეთს და ოკუპაცია მოახდენინა, სადაც უამრავი ადამიანი ჩაიხოცა და შემდეგ გამოიყვანეს. სამარცხვინო კოცერტი მოაწყვეს, მართლაც კატასტროფული სურათი ვიხილეთ რუსთაველის წინ 9 აგვისტოს, ეს იყო იმდროინდელი პრეზიდენტის - სააკაშვილის სიცილი, ვითომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე მაშინ, ეს მაშინ, როდესაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები იხოცებოდნენ. ეს არის სხვა არაფერი თუ არა ღალატი ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების. წინა ხელისუფლების ლიდერები, მათ შორის ბევრს რომ ლაპარაკობს კანდელაკი; 


გაბაშვილი კოკა, ჩიორა თაქთაქიშვილი, გივი თარგამაძე და დავით დარჩიაშვილი. 


ეს ადამიანები არიან სააკაშვილის მანდატით, მაშინ მათ რეზოლუციას მოაწერეს ხელი, აბსოლიტურად კაპიტულანტურ რეზოლუციას - ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომელშიც დადანაშაულებული არის ჩვენი სამხედრო ძალები, ამ კონფლიქტის თუ ფართომასშტაბიანი კონფლიქტის დაწყებაში, ამ დეფინიციას ხელი მოაწერეს სააკაშვილის დავალებით წინა ხელისუფლების ლიდრებმა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი