"კრიტიკულ ზღვარზე ვდგავართ, როდესაც შეიძლება ვერ გავცე მოქალაქეს პასუხი, რატომ ვერ გადავარჩინე მისი ოჯახის წევრის სიცოცხლე" - ეკატერინე ტიკარაძე

09 Aug 2021 11:52

"მარ­თლა კრი­ტი­კულ ზღვარ­ზე ვდგა­ვართ, რო­დე­საც შე­იძ­ლე­ბა მე ვერ გავ­ცე ჩვენს რო­მე­ლი­მე მო­ქა­ლა­ქეს პა­სუ­ხი, თუ რა­ტომ ვერ გა­და­ვარ­ჩი­ნე მისი ოჯა­ხის წევ­რის სი­ცო­ცხლე და ჩემ­თვის ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი", - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ გორ­ში გა­ნა­ცხა­და.


მი­ნის­ტრის თქმით, ის კარ­გად იაზ­რებს ქვეყ­ნა­ში მდგრა­დი ეკო­ნო­მი­კის მნიშ­ვნე­ლო­ბას, თუმ­ცა მა­შინ, რო­დე­საც "სიკ­ვდი­ლის და სი­ცო­ცხლის ბრძო­ლა­ში ვიმ­ყო­ფე­ბით“, უპირ­ვე­ლე­სი რჩე­ბა არა ეკო­ნო­მი­კა არა­მედ თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის, სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა.


"არ არის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბად. ეს არის ძა­ლი­ან რთუ­ლი ბრძო­ლა, რო­მე­ლიც ჩვენ ძა­ლი­ან გვი­ჭირს და მე მზად ვარ და­ვი­კა­ვო ჩვე­ნი გმი­რი ექი­მე­ბის გვერ­დით ად­გი­ლი, ჩა­ვიც­ვა ისევ თეთ­რი ხა­ლა­თი და მათ­თან ერ­თად დავ­დგე ამ ურ­თუ­ლეს ბრძო­ლა­ში. ძა­ლი­ან მინ­და ვთხო­ვო სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, ყვე­ლა ქარ­თველ­სა და არა­ქარ­თველს, რო­მე­ლიც დღეს ჩვენ­თან ერ­თად ცხოვ­რობს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ და­ცუ­ლი იყოს ყვე­ლა რე­გუ­ლა­ცია და მე ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ა­ზა­რებ იმას, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგრა­დო­ბა, მაგ­რამ მა­შინ რო­დე­საც ჩვენ სიკ­ვდი­ლის და სი­ცო­ცხლის ბრძო­ლა­ში ვიმ­ყო­ფე­ბით, ალ­ბათ და­მერ­წმუ­ნე­ბით, რომ უპირ­ვე­ლე­სი რჩე­ბა არა ეკო­ნო­მი­კა არა­მედ მთა­ვა­რია თი­თო­ე­უ­ლი ჩვენს გვერ­დში მდგო­მი ადა­მი­ა­ნის, მე­ზობ­ლის, ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა.


ყვე­ლას გთხოვთ იგ­რძე­ნით ის მა­ღა­ლი მო­რა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რომ­ლი­თაც შეგ­ვიძ­ლია და­ვა­მარ­ცხოთ კო­ვიდ-პან­დე­მია. ძა­ლი­ან დიდი ბო­დი­ში მინ­და გა­და­გი­ხა­დოთ, შე­იძ­ლე­ბა ვი­ყა­ვი ზედ­მე­ტად ემო­ცი­უ­რი, რაც მე არ მა­ხა­სი­ა­თებს და ყვე­ლა აკ­ვირ­დე­ბით, რომ წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია ჩემი მსგავ­სი აღელ­ვე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ უნა­ხავს, მაგ­რამ მარ­თლა კრი­ტი­კულ ზღვარ­ზე ვდგა­ვართ, რო­დე­საც შე­იძ­ლე­ბა მე ვერ გავ­ცე ჩვენს რო­მე­ლი­მე მო­ქა­ლა­ქეს პა­სუ­ხი თუ რა­ტომ ვერ გა­და­ვარ­ჩი­ნე მისი ოჯა­ხის წევ­რის სი­ცო­ცხლე და ჩემ­თვის ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი.


დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ისე­ვე, რო­გორც აგ­ვის­ტოს ომის დროს, კვლავ გა­ერ­თი­ან­დე­ბა და ჩვენ შევ­ძლებთ და და­ვა­მარ­ცხებთ ამ რთულ გა­მოწ­ვე­ვას“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი