"მხარს ვუჭერ მამუკა ბახტაძეს, ვგულშემატკივრობ, როგორც ახალგაზრდა მოტივირებულ და რეფორმატორ კადრს"- ირაკლი ღლონტი

16 Jun 2018 05:53

"ვფიქრობ, დასახელებულ სამივე კანდიდატს შორის, სწორი არჩევანი იქნა გაკეთებული. მართალია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ახალგაზრდაა, მაგრამ მას დაგროვილი აქვს ცოდნა და საინტერესო გამოცდილება, მინისტრობისას, მან აშკარად გამოავლინა რეფორმებისკენ სწრაფვა, კომუნიკაციის მაღალი უნარი და იმედი მაქვს ამ კურსს გააგრძელებს უკვე მთავრობის მეთაურის პოზიციაზე. მხარს ვუჭერ მის კანდიდატურას, ვგულშემატკივრობ, როგორც ახალგაზრდა მოტივირებულ და რეფორმატორ კადრს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს იყოს ყველასგან განსხვავებული პრემიერ-მინისტრი და მისი საქმიანობა პოზიტიურად აისახოს ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე.


იმედი მაქვს მთავრობის ახალ კაბინეტში არ ვხილავთ თეა წულუკიანს, სოზარ სუბარს და სხვა იმ ოდიოზურ ფიგურებს, რომლებიც წლების მანძილზე არსებით ზიანს აყენებენ ინსტიტუციებს და ქართული სახელმწიფოს ინტერესებს.


ემიგრაციისა და დიასპორის საკითხებზე მზად ვართ სათანამშრომლოდ."


კომენტარები:

ფართი შოპი