როგორ დავგეგმოთ დასვენება ზაფხულში

09 Aug 2021 15:50

ამ ზაფხულს წინ საკმაოდ დიდი მოლოდინები უძღოდა, შესაბამისად თუ ჯერ შვებულება არ აგიღიათ, ახლა საუკეთესო დროა ამისთვის. მიმდინარე წელი ერთ-ერთი ყველაზე ცხელი გამოდგა და საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ შემდეგ წლებში კიდევ უფრო მეტად დაცხება. ამის მიუხედავად, წელს საკმაოდ დიდი არჩევანია დასასვენებლად, მთავარია იცოდეთ როგორ გსურთ დასვენება და რისი კეთება გინდათ. ადამიანების უმეტესობა, როგორც წესი, ზღვისპირეთს მიაშურებს ამ ზაფხულშიაც, ზოგი მათგანი და მთის სუფთა ჰაერზე ჰპოვებს თავის წილ დასვენებას. თუ ჯერ წინასწარ არ იცით სად გსურთ დასვენება და გაშფოთებთ ის ფაქტი, რომ შეიძლება დროულად ვერ დაგეგმოთ თავშესაფრის მოძებნა, იცოდეთბინები დღიურად ყველა ქალაქში ხელმისაწვდომია, დანარჩენს კი თავად მოაგვარებთ. გაითვალისწინეთ, პანდემია მომდინარე წელსაც საკმაოდ მოახდენს გავლენას, მართალია შეზღუდვები მოხსნილია, თუმცა წლის ამ დროს საკმაოდ დიდი რისკია დაინფიცირების. მიუხედავად ამისა, თუ რეკომენდაციებს დაიცავთ, რისკი საკმაოდ იკლებს და შეძლებთ სრულყოფილად დაისვენოთ ზღვაზე თუ მთაში.


წლევანდელი წელი საკმაოდ დატვირთულია სხვადასხვა ღონისძიებების კუთხით, იმართება უამრავი ფესტივალი თუ ივენთი და წინ კიდევ ბევრია დაგეგმილი, ამიტომ საკმაოდ ბევრი ალტერნატივაა თუ ასეთი ტიპის გართობა გიზიდავთ. შეგიძლიათ დასვენება სწორედ რომელიმე ფესტივალს დაამთხვიოთ სასურველი არტისტების ან ლოკაციის მიხედვით. მთავარია წინასწარ განსაზღვროთ ფინანსები, დაგეგმოთ რა პერიოდით წახვალთ და წინასწარ დააორგანიზოთ ეს საკითხი. წელს ფესტივალები იმართება როგორც ზღვისპირეთში, ასევე მთაშიც და სხვადასხვა ქალაქში, ამიტომ თუ ქალაქიდან ვერ ახერხებთ დდი ხნით გასვლას, შეგიძლიათ უქმეებზე მაინც ისიამოვნოთ.


ერთ-ერთი მნიშნველოვანი დეტალი კარგი დასვენების მოსაწყობად არის ის, რომ მოიძიოთ ბინები დღიურად სასურველი პირობებით. ქირაობის შემთხვევაში ღირებულება დამოკიდებულია ადგილმდებარეობასა და მდგომარეობაზე. ქალაქის ცენტრში, როგორც წესი, შედარებით მაღალი ფასი აქვს ბინებს, გარეუბანში კი შედარებით იაფია. ასევე გაითვალისწინეთ, იდეალური მდგომარების ბინა შესაბამისად უფრო ძვირია, თუმცა კარგი მდგომარეობის ბინები მოიძებნება ქალაქის ცენტრშიც და გარეუბანშიც. გახსოვდეთ ის ფაქტიც, რომ ლამაზ ხედიან ბინებზე მოთხოვნა დიდია, ისევე როგორც, იმ ბინებზე, რომლებიც მდებარეობს რაიმე ღირსშესანიშნაობის ახლოს. ბინის ქირაობისას აჯობებს დეტალები წინასწარ მფლობელთან დააზუსტოთ, გაიგოთ მდგომარეობა და შეათანხმოთ პირობები, აუცილებელია ორივე თქვენგანმა ზუსტად იცოდეს რა პერიოდით აპირებთ დარჩენას, რადგან მომავლისთვის გაითვალისწინოს მფლობელმა, თქვენ კი შესაბამისად დაგეგმოთ შვებულება.


თუ მთაში გაქვთ გადაწყვეტილი წასვლა, პრობლემა არც ამ შემთხვევაში შეგექმნებათ, ვინაიდან ოჯახური ტიპის სასტუმროები ჭარბობს აქ და თქვენთვის ადგილ ყოველთვის მოიძებნება. მთაში მოგზაურობისთვის უპირველესი დეტალი ტრანსპორტირების მოგვარებაა, აუცილებელია სწორად დაგეგმოთ და ფინანსებიც შესაბამისად გადაანაწილოთ. ასევე, მნიშვნელოვანია მზად იყოთ გარემოსთან ადაპტაციისთვის, რადგან მთაში ზაფხულის მუხედავად ღამე ცივია და სხვადასხვა გამოწვევებით აღსავსე, თუმცა არც იმდენად, რომ ამის გამო თავი შეიკაოთ, უბრალოდ თან თბილი ტანსაცმელიც იქონიეთ და მზად იყავით სასიამოვნო თავგადასავლებისთვის. თუ რაიმე პრობლემა წარმოიშვება გახსოვდეთ, ძალიან ბევრია სანახავი და ყოველთვის შეიძლება ალტერნატივის გამოძებნა, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ დაიწყვიტოთ გული.


(R)


კომენტარები:

ფართი შოპი