როგორ შევარჩიოთ ზაფხულის ყველაზე სანატრელი ტექნიკა - კონდიციონერი

09 Aug 2021 16:33

დაე დაიწყოს წლის ყველაზე ცხელი დღე და ნაკლებად ასატანი გახდეს ყოველდღიური სიცხე ახალ კონდიციონერთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ცხელი დღეები მთელი წლის განმავლობაში პროცენტულად არც ისე ბევრია, მისი გადატანა მაინც რთულია, თუმცა სახლში კონდიციონერის ქონა საქმეს რადიკალურად ცვლის. ზაფხულის თვის ყველაზე მოთხოვნადი ტექნიკა სწორედ ის გამაგრილებელი მოწყობლობაა, რომელსაც ყველგან თან ვატარებდით შესაძლებლობა რომ გვქონდეს. ადამიანები საკუთარი კომფორტისთვის ისწრაფვიან, ტექნოლოგიის განვითარება კი ამას კიდევ უფრო ამარტივებს და დღეს ჭკვიანი მოწყობლობები უკვე ყველგანაა დამონტაჟებული, რომლის გარეშეც ყოველდღიურობა უკვე თითქმის წარმოუდგენელია. სტატიაში მოგიყვებით როგორი ტიპის კონდიციონერები არსებობს დღეის მდგომარეობით.


სულ კონდიციონერების ორი კატეგორიაა ბაზარზე წარმოდგენილი, რომლებიც თავისმხრივ სხვადასხვა ტიპებს აერთიანებს. კონდინციონერის არჩევა დამოკიდებულია იმაზე, თუ კონკრეტულად რისთვის გსურთ მისი გამოყენება. სულ ორი კატეგორია არსებობს - მონობლოკური და სპლიტ-სისტემა. პირველი კატეგორიის კონდიციონერები ზომაში შედარებით პატარაა, რადგან ერთი ბლოკისგან შედგება და შესაბამისადმისი მისი ფასიც შედარებით ნაკლებია. სპლიტ-სისტემის კონდიციონერები შედარებით დიდია და ორი ბლოკისგან შედგება: ერთი ბლოკი შენობაში მონტაჟდება, მეორე კი შენობის გარეთ.


მონობლოკური კონდიციონერი მხოლოდ ორი ტიპის არსებობს - მობილური და ფანჯრის.


მობილური კონდიციონერი მოსახმარად საკმაოდ მოსახერხებელია, ვინაიდან მისი გადაადგილება ერთი ოთახიდან მეორეში საკმაოდ მარტივადაა შესაძლებელი, უბრალოდ მთავარია გამწოვი მილი ფანჯიდან გარეთ გადიოდეს, რათა სითხე შენობაში არ დაიღვაროს. ყველაზე დიდი მინუსი აღნიშნულ კონდიციონერს რაც შეძლება ქონდეს მისი შედარებით მაღალი ხმაურია.


ფანჯრის ტიპის კონდიციონერის დამონტაჟდება ფანჯარაზე მარტივად ხდება. ასეთ კონდიცონერებს გამწოვი ვენტილაცია აქვს. აგრეთვე შესაძლებელია თხელ კედელზე დამონტაჟებაც, თუმცა ასეთ შემთხვევაში კედლის კონკრეტული ნაწილი მონგრევა აუცილებელი ხდება ხოლმე. ფანჯრის კონდიციონერებს, ისევე როგორც მონობლოკურ კატეგორიას, შედარებით მაღალი ხმა აქვს, ამიტომ შეძენამდე სასურველია შემოწმება, რამდენად აწუხებს ადამიანს.


სპლიტ-სისტემის კონდიციონერები არსებობს სხვადასხვა ტიპის, რომელიც განკუთვნილია როგორც პირადი მოხმარებისთვის, ასევე სხვადასხვა საქმიანობისთვის.


კედლის სპლის-სისტემის კონდიციონერი ყველაზე გავრცელებული და პოპულარუალია საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, რადგან მისაღები ფასი აქვს, კარგად აგრილებს და კომფორტულია. ბინების გარდა მისი მონტაჟი ხდება მცირე ტიპის ოფისებშიც.


მულტი სპლიტ-სისტემის კონდიციონერი რამდენიმე შიდა ბლოკისგან შედგება, რომლებიც ერთ გარე ბლოკს უკავშირდებიან და ერთიან სისტემას ქმნიან. ასეთი ტიპის კონდიციონერს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ოთახში ფუნქციონირებდეს და პარალელურ რეჟიმში აგრილებდეს.


კასეტური კონდიციონერი მხოლოდ შეკიდული ჭერისთვისაა განკუთვნილი, რომელიც იდეალური არჩევანია ასეთი ტიპის ჭერის ქონის შემთხვევაში. კასეტური კონდიციონერი ჰაერს ბლოკის ქვედა ნაწილიდან ოთხივ მიმართულებით ანაწილებს.


ჭერისა და იატაკის კონდიციონერი საკმაოდ მოსახერხებელია, რომლის დამონტაჟებაც შესაძლებელია როგორც ჭერზე, ასევე იატაკზეც, თუმცა არ მონტაჟდება შეკიდულ ჭერზე, რადგან შეკიდული ჭერისთვის კასეტური უფრო მაგარია. ჭერისა და იატაკის კონდიციონერის მთავარი უპირატესობა ჰაერის განაწილების მექანიზმია: ჭერზე დამონტაჟებისას ჰაერი მიემართება ჰორიზონტალური მიმართულებით, იატაკზე დამონტაჟებისას კი ზემოთ, ჭერისკენ ვერტიკალურად.


კოლონური ტიპის კონდიციონერი განკუთვნილია იმისთვის, რომ საკმაოდ დიდი სივრცის გაგრილება შეძლოს. ისინი გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულების დიდ ოთახებში - უნივერსიტეტის აუდიტორიებში, მუზეუმებში და ყველა ისეთ ადგილას, რომელიც საკმასო ოთახზე დიდია და აუცილებელია მუდმივ რეჟიმში მუშაობდეს. ამ ტიპის მთავარი მინუსი მისი დიდი ზომა და შედარებით მაღალი ფასია.


(R)


კომენტარები:

ფართი შოპი