ირაკლი ღარიბაშვილი- 10 წლის პერსპექტივაში ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის მიღწევა

09 Aug 2021 17:14

10 წლის პერსპექტივაში ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის მიღწევა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბავილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

“რაც შეეხება ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი გამოწვევა არის სწორედ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. 


ჩვენ ახლა აგვისტოს კვირეულში ვიმყოფებით, კიდევ ერთხელ გავიხსენებთ მძიმე მოვლენებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დატრიალდა 13 წლის წინ. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი, თუ არა უმთავრესი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და დეოკუპაციის მიმართულებით ჩვენს მიერ გადასადგმელი გონივრული, პრაგმატული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ეს მთლიანობაში, 10 წლის პერსპექტივაში ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის მიღწევა და ამ მიმართულებით რუსეთთან დიალოგის მომზადება რა თქმა უნდა იმ პირობით, რომ უნდა მოხდეს აუცილებლად ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციაც და ამ კონფლიქტის და ოკუპაციის დასრულება”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი