ნინო ლომჯარია: კვირიკაშვილის აქციაზე მისვლა იყო სწორი გადაწყვეტილება, რადგან ვიცი, რომ გაცილებით მძიმე ტრაგედიით შეიძლება დასრულებულიყო ყველასთვის ეს უკონტროლო პროცესი...

16 Jun 2018 06:28

"გუშინ ინგა გრიგოლიამ მკითხა გადაცემაში, რას ვფიქრობდი პრემიერის მიერ მაჩალიკაშვილთან შეხვედრაზე და გამომრჩა მეპასუხა. მე ვიყავი ის, ვინც პრემიერს ურჩია, შეხვედროდა მაჩალიკაშვილს ადვოკატებთან ერთად, თუმცა გადაწყვეტილება თავად მიიღო და დღესაც ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო. აქციაზე მისვლაც იყო სწორი გადაწყვეტილება, რადგან მე ვტრიალებდი ამ პროცესების შუაგულში და ვიცი, რომ გაცილებით მძიმე ტრაგედიით შეიძლება დასრულებულიყო ყველასთვის ეს უკონტროლო პროცესი. ამიტომ, ამ შეხვედრამ განმუხტა სიტუაცია და ვფიქრობ, რომ ეს იყო გონივრული გადაწყვეტილება პრემიერის მხრიდან. რაც შეეხება მის მიმართ გაჟღერებულ სხვა ბრალდებებს, ამაზე არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ და ვერც კომენტარს გავაკეთებ."



კომენტარები:

ფართი შოპი