წყნეთში, თევდორე მღვდლის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

09 Aug 2021 18:38

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, მოხდა გზის ძველი საფარის დემონტაჟი, მოეწყო ახალი საფუძველი და ასფალტი დაიგო.


გეგმის თანახმად, განახლდა 3 000 კვ. მ ფართობის გზა, პროექტის ღირებულება კი, 207 000 ლარს შეადგენს. აღნიშნულ ქუჩაზე რეაბილიტაციის შემდეგ ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე იმყოფებოდა.


„თევდორე მღვდლის ქუჩა საკმაოდ დაზიანებული იყო, რაც გადაადგილებისას დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ამ ქუჩის განახლება ადგილობრივების ჩართულობით მოხდა. ზოგადად, წყნეთში ბოლო წლების განმავლობაში გზების მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობდა და ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ აღრიცხული გვაქვს ყველა მისამართი და ეტაპობრივად, ბიუჯეტის გათვალისწინებით, ყველა დაზიანებული გზის რეაბილიტირება მოხდება“, - განაცხადა დავით კვინიკაძემ.თევდორე მღვდლის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი, გამგეობის დაკვეთით, შპს-მ „ლუკრი“ განახორციელა.




კომენტარები:

ფართი შოპი