ნანუკა ჟორჟოლიანი კოტე იოსელიანს: კოტე, ასეთი საქციელი არის მ**ნერობა და ყველაფერს, თავის სახელი უნდა დავარქვათ!

16 Jun 2018 06:36

"update: კურიერში ვმუშაობდი . ძველ შენობაში ვიყავით, დელისის პირდაპირ. (ყველაზე მეტად მიყვარდა ის შენობა) და ჩართვაზე მოვიდა კობა დავითაშვილი. ლიფტიდან გამოვიდა თუ არა, მივხვდით გაბრაზებული იყო. ალბათ, მაგიტომაც იყო სასურველი რესპოდენტი, მაგრამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა...


ჩართვის ბოლოს, უფრო ეფექტური რომ ყოფილიყო ალბათ, სანდრას მიმართა, შენი ქმარი გღალატობსო. ეს , ისეთი გულისამრევი იყო თანაგუნდელებმაც კი დაგმეს. მაშინ, ისე არ აპატიეს დავითაშვილს განცხადება, ცოტა ხანი ჩრდილში ყოფნაც ამჯობინა.


კარგი იქნებოდა უცნობისთვისაც გვეთქვა, რომ ხალხის სურათების ფრიალი და ყველა პირადი სივრცის დარღვევა საკნიდან ასევე პოლიტიკური ნაძირლობა იყო. იმის განხილვა ვინ, ვის ძუძუ მოაჭამა, ვინ - ვის კბენდა მასაჟის დროს. სურათების გაკვრა კედელზე ლოზუნგით “ჩამოვახრჩოთ” .


მეგონა ეს ყველაფერი წარსულში დავტოვეთ. შევთანხმდით რომ შვილი, ცოლი, ქმარი, ოჯახის წევრი არაფერ კავშირში არაა პოლიტიკასთან. ეს არის ქაქი, რომელიც იმას ააქოთებს, ვინც დაარღვევს თამაშიც წესებს, რომელზეც თითქოს ჩუმად, ყველა შევთანხმდით.


კოტე, რა მნიშვნელობა აქვს გოგო იგულისხმე, თუ ბიჭი! რა მნიშვნელობა აქვს ბიძინას პირადი სივრცე დაარღვიე, მიშასი, თუ კორკოტამ ჩემი შვილის. ასეთი საქციელი არის მძღნერობა და ყველაფერს, თავის სახელი უნდა დავარქვათ.


კოტე იოსელიანს ბოდიში მოუხდია, რაც ამ პოსტის დაწერის დროს, არ ვიცოდი. მისასალმებელია.


p.s. მთავარი ამბავი გამომრჩა. როცა ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი ალასანიას პირადი გადაჯეგა. არადა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია."




კომენტარები:

ფართი შოპი