გიორგი გახარია: ძლიერი სახელმწიფო თუ არ იქნა და კანონმა თუ არ იკანონა ყველასთვის, არაფერი არ იქნება, არც სამუშაო ადგილი იქნება, არც შემოსავალი იქნება და ეკონომიკასაც ვერ გავზრდით

09 Aug 2021 21:51

„ძლიერი სახელმწიფო თუ არ იქნა და კანონმა თუ არ იკანონა ყველასთვის, არაფერი არ იქნება, არც სამუშაო ადგილი იქნება, არც შემოსავალი იქნება და ეკონომიკასაც ვერ გავზრდით“.-  ამის შესახებ გიორგი გახარიამ კასპში ოფისის გახსნის შემდეგ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. 


„ყველაფერი, რაც გაწუხებთ, რაც პრობლემებია, რაც იდეებია, რაც მთავარია, რომ შეგეძლებათ აქ მიიტანოთ. თათიას ყველა კარგად იცნობთ და ჩვენი მთავარი ამოცანა არის სუფთა, კეთილსინდისიერი, წარმატებული პროფესიონალები რომ აქ გავუხსნათ გზა. ეს არის მთავარი ამოცანა. თორე, ეხლა ამ ქვეყანაში დაპირება რაც შეიძლებოდა გაცემულიყო, ყველა დაპირება უკვე გაცემულია. 


საქმის დროა და ყველა ის პრობლემა, რომელიც კასპშია, თქვენთან არის სოფელში, ყველამ ძაან კარგად ვიცით. წყლით დაწყებული და გზებით დამთავრებული, სპორტული ინფრასტრუქტურით გაგრძელებული, მთავარი მაინც არის ის, რომ ძლიერი სახელმწიფო თუ არ იქნა და კანონმა თუ არ იკანონა ყველასთვის, არაფერი არ იქნება, არც სამუშაო ადგილი იქნება, არც შემოსავალი იქნება და ეკონომიკასაც ვერ გავზრდით. ამიტომ გვჭირდება მუნიციპალურ დონეზეც ახალგაზრდა, კეთილსინდისიერი პროფესიონალები. მთავარი ეს არის. მთავარი არის ის, რომ თითოეულ სოფელს თუ მუნიციპალიტეტს წარმოადგენდეს სწორი, კარგი ხალხი და ამიტომ ვართ დღეს აქ. ეხლა, ჩვენთვის გამოწვევა რა არის, ჩვენთვის გამოწვევა არის ის, რომ ერთდროულად პარტიასაც ვაკეთებთ და არჩევნებშიც უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ამ არჩევნებშიც და შემდგომ არჩევნებშიც. ამიტომ ესე წყნარად, მშვიდად, ნაბიჯ-ნაბიჯ, არავის ლანძღვას არ ვაპირებთ, არავის გინებას არ ვაპირებთ, ჩვენც იქიდან მოვდივართ, ოცნებაში ბევრი ღირსეული ჩვენი მეგობარი და თანამებრძოლი დარჩა. ბევრი რამე კარგი იყო იქ, ბევრი კარგი გაგვიკეთებია და რაც ვერ გავაკეთეთ და რა შეცდომებიც დაგვიშვია, იმაზეც ჩვენი პასუხისმგებლობაა და იმიტომ ვდგევართ ეხლა აქ, რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ შეძლებისდაგვარად. უბრალოდ, პარტია როცა სახელმწიფოზე მაღლა თავის ინტერესებს აყენებს, ეს არის ცოტა პრობლემური და აი, ამიტომ გაიყარა ჩვენი გზები.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. მოსახლეობასთან შეხვედრაზე გიორგი გახარიამ, აღნიშნა, რომ ახალგაზრდებს გამოცდილ ადამიანებთან ერთად უნდა გაეხსნას გზა. 


„მთავარია, რომ აი, ესე კეთილსინდისიერად, კარგი ხალხით და ახალგაზრდებით. ეხლა, სოფელში დარწმუნებული ვარ ბევრი კარგი ახალგაზრდა გეყოლებათ. ეხლა მარტო ახალგაზრდები ვერც ვერაფერს ვერ გააკეთებენ, მაგრამ გამოცდილი, კეთილსინდისიერი ხნიერი ადამიანი ერთი, ახალგაზრდებს ვასწავლოთ, იმიტომ, რომ სხვანაირად არ გამოვა. ეს არის ჩვენი ძირითადი სათქმელი, მაგრამ მიზანი მაინც მინდა, რომ იცოდეთ. მიზანი არის ძლიერი სახელმწიფო. დღეს ეხლა ტელევიზორი სადაც არ უნდა გადართო, ნუ, რაღაც უაზრო ლანძღვა, გინება, ერთმანეთის ცემა, პარლამენტში რაც ხდება და. ამიტომ, ძლიერი სახელმწიფოს გარეშე არაფერი არ იქნება. ძლიერი სახელმწიფო და კანონი, რომელიც ყველასთვის ერთი და იგივე უნდა იყოს.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.



კომენტარები:

ფართი შოპი