დღეს, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე ამბროლაურის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრში "ფაიზერის" ვაქცინით აიცრა

10 Aug 2021 20:38

ვაქცინაციის პროცესს, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე გაეცნო. სპეციალურად გახსნილ კაბინეტში მოქალაქეები ყველა რეგულაციისა და წესის დაცვით იცრებიან.


აღსანიშნავია, რომ მიმართვიანობა არის საკმაოდ მაღალი, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება 85-90 ჯავშნის მიღება და მომსახურება. აცრები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით კეთდება.


COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა.



კომენტარები:

ფართი შოპი