ვაქცინაციის პროცესს, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე გაეცნო. სპეციალურად გახსნილ კაბინეტში მოქალაქეები ყველა რეგულაციისა და წესის დაცვით იცრებიან.
აღსანიშნავია, რომ მიმართვიანობა არის საკმაოდ მაღალი, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება 85-90 ჯავშნის მიღება და მომსახურება. აცრები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით კეთდება.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა.