ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

10 Aug 2021 21:54

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სასხვენო გადახურვაზე შეინიშნებოდა ხანძარი და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება. მისამართზე შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახერხეს. ამ დროისთვის ადგილზე ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება.

საცხოვრებელი კორპუსიდან დროულად მოხერხდა მოსახლეობის გამოსვლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო ჩართული.




კომენტარები:

ფართი შოპი