გიორგი გახარია: „აცრა, პირბადე, ტესტირება! -აქ სხვა წამალი არ არსებობს. მოქალაქეები გეთანხმებიან, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ხედავენ, რომ წესი წესია ყველასთვის და მთავრობა დგამს თანმიმდევრულ ნაბიჯებს"

10 Aug 2021 22:06

„იმის მაგივრად, რომ ეხლა შევაფასოთ ისწავლა მთავრობამ ჭკუა, თუ არ ისწავლა - პირბადე უნდა ვატაროთ და რაც შეიძლება მეტი ადამიანი ავიცრათ. აქ სხვა წამალი არ არსებობს - აცრა, პირბადე, ტესტირება. აცრა, პირბადე, ტესტირება. 

მსოფლიოში ვერავინ ვერაფერი ვერ გამოიგონა ახალი. უბრალოდ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პრევენციის მიზნით არ შეიძლება არათანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა. მოქალაქეები გეთანხმებიან, მოგყვებიან, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ხედავენ, რომ წესებია წესებია ყველასთვის და მთავრობა დგამს თანმიმდევრულ ნაბიჯებს.“ - ასე პასუხობს გიორგი გახარია მედიის კითხვას, დღევანდელი ეპიდვითარების გათვალისწინებით ისწავლა თუ არა მთავრობამ ჭკუა შარშანდელი ზაფხულის გამოცდილებით.

 

გიორგი გახარიამ რამდენჯერმე დასმული კითხვის მიუხედავად, მთავრობა და პრემიერ-მინისტრი არ დაადანაშაულა შექმნილ ვითარებაში და პანდემიის არასწორად მართვაში და აღნიშნა, რომ დღეს ამის დრო არ არის. თუმცა ხაზი გაუსვა, რომ დღეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ისეთი მძიმეა, როგორიც არასდროს ყოფილა.


„ნებისმიერი შეზღუდვა, მთავრობის გადაწყვეტილება და ნაბიჯი ჰოსპიტალური სისტემის მართვის ან ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის ნაწილში უაღრესად კომპლექსურია და შენ თუ არა გაქვს მაქსიმალური ცოდნა და ინფორმაცია, აქ შესვლა არაგონივრულია - არ შეიძლება. მე არა მაქვს დღეს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ სრულად შევაფასო. მე შემიძლია შევაფასო, რომ დღეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არის უაღრესად მძიმე, ისეთი მძიმე, როგორიც აქამდე არ ყოფილა. აქ ყველაზე დიდი პრობლემა არის როგორი სისწრაფით ვრცელდება ვირუსი - ეს არის ყველაზე მაღალი რისკის შემცველი.“ - ამბობს გახარია.



კომენტარები:

ფართი შოპი