თენგიზ ცერცვაძე - მაქვს ინფორმაცია, რომ კოვიდინფიცირებულთა ნაწილი, არ იცავს თვითიზოლაციას, დადის ქუჩაში და მგზავრობს ტრანსპორტით - კატეგორიულად ვთხოვ ხელისუფლებას, გააკონტროლოს

10 Aug 2021 22:45

მაქვს ინფორმაცია, რომ ბინაზე დარჩენილი, დაახლოებით 35 000 ავადმყოფიდან ნაწილი, არ იცავს თვითიზოლაციას, დადის ქუჩაში და მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თუკი ეს ძალიან ცუდი პრეცენდენტი არ აღმოიფხვრა, ახალი შემთხვევების კონტროლი გაგვიჭირდება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, პაციენტების ნაწილი, რომელიც ბინაზე მკურნალობს, თვითიზოლაციის წესებს არღვევს და ხშირია შემთხვევები, როდესაც ისინი, არა მარტო ქუჩაში დადიან, ასევე მიდიან სტუმრად.


ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი შესაბამის სტრუქტურას მოუწოდებს, მკაცრად გააკონტროლოს მსგავსი შემთხვევები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები კონტროლი გართულდება.


„მაქვს ინფორმაცია, რომ ბინაზე დარჩენილი, დაახლოებით 35 000 ავადმყოფიდან ნაწილი, არ იცავს თვითიზოლაციას, დადის ქუჩაში და მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ეს არის ძალიან სერიოზული დარღვევა და ამავე დროს, სერიოზული ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ასეთი შემთხვევების ძალიან მაღალი რიცხვის შენარჩუნებას. კატეგორიულად ვთხოვ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც კოვიდინფიცირებულია და ასევე, ჯანდაცვის სისტემას, თუ აღმასრულებელ ხელისუფლებას, არ ვიცი კიდევ ვის ხელეწიფება, გააკონტროლოს ადამიანები, რომელთაც აქვთ კოვიდის მსუბუქი ფორმა, 12 დღის მანძილზე დაიცვან თვითიზოლაციის პრინციპი, არავითარ შემთხვევაში არ დატოვოს სახლი, არ გამოვიდნენ ქუჩაში, არ იარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ისინი სტუმრადაც კი მიდიან და საფრთხეს უქმნიან მოსახლეობას. თუკი ეს ძალიან ცუდი პრეცენდენტი არ აღმოიფხვრა, პირბადეების ტარება რომც კარგად გავაკონტროლოთ, მაინც გაგვიჭირდება ახალი შემთხვევების კონტროლი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი