"სააკაშვილმა ჩემი გვარი ახსენა, აცანცარებული ცერცვაძეო... აცანცარება და ცანცარი მე უფრო შემეფერება, თუ ბატონ მიხეილს, ხალხმა გადაწყვიტოს" - ცერცვაძე

10 Aug 2021 23:13

მე ერთ რა­მეს ვი­ტყო­დი ბა­ტონ მი­ხე­ილ­ზე, რომ, სამ­წუ­ხა­როდ, ის ჩად­გა იმათ რი­გებ­ში, ვი­საც სხვი­სი აშე­ნე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა არ უნდა და უხა­რია თუ რამე ცუდი ხდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მიერ ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­კე­თე­ბულ კრი­ტი­კულ გან­ცხა­დე­ბებს უპა­სუ­ხა.თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მის მიერ ნათ­ქვამ ვერც ერთ ტყუ­ილს ვერ და­ა­სა­ხე­ლებს, ხოლო თა­ვად კი იტყუ­ე­ბა, როცა ექი­მებ­ზე სა­უბ­რობს.


"იცით, მე პა­ტივს ვცემ ბა­ტონ მი­ხე­ილს, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენტს და არ მინ­და, რომ არა­კო­რექ­ტუ­ლად ვუ­პა­სუ­ხო, მაგ­რამ ყვე­ლა ხვდე­ბა ალ­ბათ და ყვე­ლამ იცის, რომ სიც­რუე ის იყო, რაც მან ბრძა­ნა. მან თქვა, რომ ქედს იხ­რის გმი­რი ექი­მე­ბის წი­ნა­შე, რომ არ და­ე­კარ­გა ამომ­რჩევ­ლის ხმე­ბი, ამა­ვე დროს ამო­არ­ჩია სამი ექი­მი, პა­ა­ტა იმ­ნა­ძე, ლე­ვან რა­ტი­ა­ნი და მე, რომ­ლე­ბიც პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან და პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან არა ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე, არა­მედ წინა ხა­ზის წინა ხაზ­ზე ვი­დე­ქით. ანუ ჩვენ ცუ­დე­ბი ვართ და და­ნარ­ჩე­ნი კარ­გე­ბი ხალ­ხი გან­სჯის, რამ­დე­ნად და­უ­ჯე­როს ბა­ტონ მი­ხე­ილს, რომ იმ­ნა­ძემ, რა­ტი­ან­მა და მე ჩვე­ნი პირ­და­პი­რი მო­ვა­ლე­ო­ბა არ შე­ვას­რუ­ლეთ და ჩვე­ნი პირ­და­პი­რი სა­ე­ქი­მო საქ­მე არ გა­ვა­კე­თეთ და ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით რა­ღაც შეკ­რე­ბებ­ში ან სიც­რუ­ეს ვე­უბ­ნე­ბო­დით მო­სახ­ლე­ო­ბას. და­მი­სა­ხე­ლოს ბა­ტონ­მა მი­ხე­ილ­მა ერთი ფაქ­ტი მა­ინც, რო­დე­საც ჩემი ნათ­ქვა­მი, გან­სა­კუთ­რე­ბით ტე­ლე­ეკ­რა­ნე­ბი­დან ნათ­ქვა­მი, გა­მოდ­გა სიც­რუე. ასეთ ფაქტს ვე­რა­ვინ ვერ გა­იხ­სე­ნებს.ჩემი გვა­რი ახ­სე­ნა ცოტა შე­უ­რა­ცხმყო­ფელ ფორ­მა­ში - აცან­ცა­რე­ბუ­ლი ცერ­ცვა­ძე - აცან­ცა­რე­ბა და ცან­ცა­რი, რო­მელს უფრო შე­ე­ფე­რე­ბა, მე თუ ბა­ტონ მი­ხე­ილს, ხალ­ხმა გა­და­წყვი­ტოს.


მან თქვა, რომ ლე­ვან რა­ტი­ანს რო­გორ ამო­ე­ღე­ბა ხმა, რო­დე­საც აქვს მთე­ლი ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მას­შტა­ბით ყვე­ლა­ზე უა­რე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვის კლი­ნი­კა­ში. ყვე­ლა­ზე უა­რე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა კი არა, ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს, რო­გორც სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, ისე სა­ქარ­თვე­ლოს სხვა რე­ა­ნი­მა­ცი­ულ სამ­სა­ხუ­რებს შო­რის და დღე და ღამ მუ­შა­ობს ლე­ვან რა­ტი­ა­ნი მუხლჩა­უხ­რე­ლად . რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ლე­ვან რა­ტი­ან­ზე თქმა, რომ ის ან არა­საკ­მა­რი­სად მუ­შა­ობს ან ყვე­ლა­ზე ცუდი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი აქვს.მე ერთ რა­მეს ვი­ტყო­დი ბა­ტონ მი­ხე­ილ­ზე, რომ, სამ­წუ­ხა­როდ, ის ჩად­გა იმათ რი­გებ­ში, შე­უ­ერ­თდა იმათ, ვი­საც სხვი­სი აშე­ნე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა არ უნდა, ვი­საც სწყინს და აღი­ზი­ა­ნებს თუ ქვე­ყა­ნა­ში კარ­გი ხდე­ბა და უხა­რია თუ რამე ცუდი ხდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი