დეკანოზი თამაზ ლომიძე: როდემდე უნდა გამოსცადოთ ღმერთი?! ნუ გადააგდებთ ღმერთისგან ნაჩუქარ სიცოცხლეს, დაუდევრობისა და რაღაც უაზრო ცრურწმენების გამო

11 Aug 2021 11:36

დეკანოზი თამაზ ლომიძე კოვიდსაწინააღმდეგო აცრის აუცილებლობაზე სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე წერს და აღნიშნავს, რომ თავადაც და მისი ოჯახის წევრებიც ვაქცინირებულები არიან, ვინაიდან ხსნა კორონა პანდემიის დასამარცხებლად ამ ეტაპზე მხოლოდ ვაქცინირებაშია. 


"მე სრულად აცრილი ვარ. ჩემი ოჯახის ყველა წევრიც აიცრა. ვინც აზრს მეკითხება, ყველას ვურჩევ სასწრაფოდ აიცრას. არ გამაჩნია არავითარი შიში და ეჭვი ამასთან დაკავშირებით. აცრა არის ღვთის წყალობა ამ განსაცდელში. 

აცრა აუცილებელია სიცოცხლის გადასარჩენად და ეპიდემიის დასამარცხებლად. როდემდე უნდა გამოსცადოთ ღმერთი?! ნუ გადააგდებთ ღმერთისგან ნაჩუქარ სიცოცხლეს დაუდევრობისა და რაღაც უაზრო ცრურწმენების გამო. 

დაფიქრდით და გაიგეთ: დღეს აცრა არის სიცოცხლის გადარჩენა!" - წერს დეკაზონი.


rustavi 2



კომენტარები:

ფართი შოპი