პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა დემოკრატიის საკითხებზე პარტიის პროგრამული ხედვები ქუთაისში ახალგაზრდებთან, არასამთავრობო სექტორთან და შშმ პირთა თემის წარმომადგენლებთან განიხილეს

11 Aug 2021 21:29

პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა დღეს ქუთაისში პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და შშმ პირთა თემთან სამუშაო შეხვედრები გამართეს. 


შეხვედრებზე განიხილეს პარტიის პროგრამული ხედვები დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით. საუბარი შეეხო პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივებს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების, პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბების, კორუფციისა და ნეპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. პარტიის წევრებმა ისაუბრეს დღემდე გატარებულ რეფორმებზე და იმ გამოწვევებზე, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს სასამართლოს დამოუკიდებლობის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამ მხრივ იმერეთის რეგიონში არსებულ გამოწვევებს. 


საუბარი შეეხო ასევე, კრიმინალის წინააღმდეგ ეფექტიანი პოლიტიკის გასატარებლად კონკრეტული ნაბიჯები და წინადადებები.

შეხვედრებზე ხაზი გაესვა პოლიტიკაში ახალგაზრდების მონაწილეობის და პარტიის მშენებლობის პროცესში მათი ჩართულობის, ასევე, არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობას როგორც დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მიმართულებით რეფორმების განხორციელების, ისე მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მიაწოდეს ასევე ინფორმაცია პარტიის მხარდამჭერების და წევრების მიმართ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული პოლიტიკური ნიშნით დევნის შესახებ.

ქუთაისში ახალგაზრდებთან, არასამთავრობო სექტორთან და შშმ პირთა თემის წარმომადგენლებთან შეხვედრები პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა, პოლიტსაბჭოს წევრებმა:გიორგი გოგუაძემ, დეპუტატებმა ბექა ლილუაშვილმა და ანა ბუჩუკურმა გამართეს.


პარტია „საქართველოსთვის“ აგრძელებს პროგრამული ხედვების განხილვას ყველა დაინტერესებულ აქტორთან და ექსპერტებთან.




კომენტარები:

ფართი შოპი