ეკატერინე ტიკარაძე: დღეს ჩვენ ველოდებით გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდას

11 Aug 2021 23:57

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამ განცხადების გაკეთების შესაძლებლობას მას ინფექციის გავრცელების ტრენდი და ტესტირებების შედეგად გამოვლენილი მაღალი დადებითობა აძლევს. 


როგორც ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, მთავრობა მომდევნო 7 დღე კვლავ დააკვირდება თუ როგორ განვითარდება მოვლენები. 


“დავაკვირდებით როგორი იქნება შემდეგ დღეებში ინფექციის გავრცელება და ამის შემდეგ ვისაუბრებთ მტკიცებულებებით. ის საპროგნოზო მაჩვენებლები რაც დღეს ჩვენ გაგვაჩნია იმ ინსტრუმენტებით, რასაც ითვლიან როგგორც ქართველი ასევე საერთაშორისო ეპიდემიოლოგები, ჩვენ გვაქვს საკმაოდ რთული ვითარება. ჯერჯერობით გვაქვს აღმავალი ტალღა და ეს ჯერ კიდევ არ არის პიკი. 


ამიტომაც ყოველდღიურ რეჟიმში მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ გამოიყენონ პირბადე, შეიკავონ თავი სოციალურ ღონისძიებებში მონაწილეობისგან დაიცვან დისტანცია და უფრო აქტიურად ჩაებან ვაქცინაციაში, რომ ის აღმავალი ტალღა აქციონ სტაბილურ დაღმავალ პერიოდად, რაც გააუმჯობესებს ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტთა მართვის საშუალებას. გარდაცვალების მაჩვენებელი არის 2-კვირიანი პერიოდით დაგვიანებული ახალი შემთხვევებიდან, დღეს ჩვენ ველოდებით გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდას. 


რაც შეეხება ინფექციის გავრცელებას, გამომდინარე იქედან, რომ დღეს დღეობით დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს 13%-მდე, ხოლო ინფექციის სიჩქარე არის RT 1.4 ესეც მეტყველებს, რომ ინფექციის გავრცელება და შემთხვევების მატება ჩვენ გვექნება. არსებობს დათვლის მეთოდოლოგია და სხვადასხვა მეთოდოლოგიის შედეგები ემთხვევა ერთმანეთს - შემდეგ დღეებში გვექნება ნახტომისებური ზრდა,”-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი