მამუკა მდინარაძე "ხანდახან ამის საშუალება არც არის ხოლმე, გადართულები ვართ იმაზე, ვინ რა თქვა და ამ დროს საბედნიეროდ ძალიან ბევრი საქმე კეთდება ქვეყანაში"

12 Aug 2021 01:24

ვისურვებდი, მოგვეცეს საშუალება ჩვენც და სხვა პარტიებმაც ილაპარაკონ, ჩვენი ქალაქებისთვის, სოფლებისთვის, რეგიონებისთვის, რა უნდათ, რა ხედვები აქვთ, რას გააკეთებენ უკეთესს და უფრო მეტს იმ შესაძლებლობებით, რაც დღეს ქვეყანას აქვს, ამ დისკუსიაში დიდი სიამოვნებით შევყვებით, მაგრამ ამის მოლოდინი სამწუხაროდ არ არსებობს, - გააცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.


მისი თქმით, ხანდახან ამის საშუალება არც არის ხოლმე, გადართულები ვართ იმაზე, ვინ რა თქვა და ამ დროს საბედნიეროდ ძალიან ბევრი საქმე კეთდება ქვეყანაში.


„ასეულობით სოფელია, სადაც არც წყალი იყო, არც გაზი , არც გზა და დღეს აქვთ. ეს ხალხი ამას ხედავს, იმიტომაა, განსაკუთრებით რეგიონებში ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს „ქართულ ოცნებას“. ამაზე რომ გველაპარაკა, იმ საარჩევნო კამპანიის პირობებში, რომელიც თვითმართველობას ემსახურება და საკრებულოს წევრებს და მერებს ირჩევს, ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ მეორე მხრიდან, არ ველოდებით ჩვენ ამაზე ლაპარაკს. ლეგიტიმაციაზე დაიწყეს ლაპარაკი, გახარიამ გაასწრო ნაცმოძრაობას ლეგიტიმაციაზე საუბრის დროს და სპეკულაციებში. რაღაც საოცარი კამპანიაა დაწყებული იქითა მხრიდან. 


ახლა გადავლენ სხვა დესტრუქციაზე. თუ მოხდება საოცრება მათი მხრიდან, თორემ ჩვენ ყოველთვის ასე ვფიქრობთ, რომ ასე გავაკეთებთ და კონკრეტულ საქმეებზე იქნება საუბარი, ამ დისკუსიაში კიდევ უფრო დიდი სიამოვნებით შევყვებით, მაგრამ ამის მოლოდინი სამწუხაროდ არ არსებობს. ჩვენ ამაზეც ვილაპარაკებთ და პასუხსაც გავცემთ ყველა ჯერზე, როდესაც ისეთ რაღაცეებს იკადრებენ, რასაც კადრულობენ ხოლმე“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი