"ევროპული საქართველო" ვაქცინირებული მასწავლებლების საშემოსავლო გადასახადისგან სამი თვით გათავისუფლების ინიციატივით გამოდის

12 Aug 2021 14:48

დღეს, 12 აგვისტოს „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა გიგი წერეთელმა და ვახტანგ კალოიანმა შექმნილი მძიმე ეპიდ-სიტუაციისა და ჩაგდებული ვაქცინაციის პროცესის შესახებ ბრიფინგი გამართეს. გამართულ ბრიფინგზე მათ ხელისუფლებას „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა გააცნეს, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს:


საჯარო, სამედიცინო, განათლების, სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროში დასაქმებული მოქალაქეების ან სავალდებულო ვაქცინაცია ან სისტემატიური ტესტირება. ასევე აუცილებელია მასობრივი ვაქცინაციისთვის მობილური (მოძრავი) ჯგუფების შექმნა ქალაქებსა და სოფლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით.დამატებით ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის წამახალისებელი შეღავათების დაწესება. 


ვაქცინირებული მასწავლებლების საშემოსავლო გადასახადისგან სამი თვით გათავისუფლება.


„გამომდინარე იმ ვითარებიდან, რომელიც დღეს შექმნილია საქართველოში და ეს არის ძალიან მძიმე, არავითარი დამატებითი დრამატიზირება არ სჭირდება. ჩვენ ვხედავთ ციფრებს, ჩვენ ვხედავთ მონაცემებს, ჩვენ ვხედავთ ანალიტიკას და ძალიან სამწუხაროა, რომ თავისი შედეგებით და დღეს არსებული ვითარებით საქართველო არის ძალიან მაღლა იმ უარყოფით სიაში, რომელიც ვრცელდება მთელ მსოფლიოში. 


ეს ეხება როგორც, გავრცელების სიხშირეს, ეხება ასევე სიკვდილიანობას. მთლიანობაში, სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ბევრი ზომა არის არაეფექტური მათ შორის ყველაზე მეტი, ეს არის ვაქცინაციის ტემპები, საინფორმაციო კამპანია, მენეჯმენტი, საწოლების რაოდენობა და სხვა, რაზეც ყოველდღიურად არის საუბარი. 


ჩვენ დღეს მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ჩვენი მიერ მიწოდებული სისტემადაამუშავოს და აამოქმედოს, რითაც მოქალაქეები დაიცავენ როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვების ჯანმრთელობას.’ -განაცხადა გიგი წერეთელმა „ამ ყველაფრის განხორციელება აუცილებელი არის ძალიან სწრაფად, საუბარი არის დღეებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დრამატული მდგომარეობა და ის ტრაგიკული ციფრები გარდაცვალების სამწუხაროდ გაიზრდება, ჩვენგველოდება ძალიან მძიმე აგვისტო და შემოდგომა, სწრაფი, ადეკვატური, თანმიმდევრული ნაბიჯები არის გამოსავალი. 


ეს გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს საკოორდინაციო საბჭომ ძალიან სწრაფად, საუბარი არის რამდენიმე დღეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგული თვეების გამო ჩვენ ისე გაგვიგრძელდება ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდა.“ - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.




კომენტარები:

ფართი შოპი