ნათია მეზვრიშვილი: ეს ყველაფერი ნანახი გვაქვს 2011-2012 წლებში. ხელისუფლების მხრიდან შიშით განპირობებული ეს მეთოდები, ნიშანია იმისა, რომ ცვლილებები გარდაუვალია

12 Aug 2021 17:34

„ეს ყველაფერი ნანახი გვაქვს 2011-2012 წლებში. ხელისუფლების მხრიდან შიშით განპირობებული ეს მეთოდები, ნიშანია იმისა, რომ ცვლილებები გარდაუვალია.“ - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

„სამწუხაროდ, ამ ფაქტებმა შეიძინა სისტემური ხასიათი - ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან და რაც მთავარია, სადამსჯელო ხასიათი. ამას აკეთებენ ღიად, მიზანმიმართულად იმისთვის, რომ ადამიანები გვერდით არ დაგვიდგნენ და ჩვენს პარტიაში არ გაწევრიანდნენ.


მე მინდა ერთი რამე ვთქვა - ამას როგორც წესი ხელისუფლება აკეთებს მაშინ, როდესაც ხელისუფლებას შეიპყრობს ხოლმე შიში. ხელისუფლება აქტიურად რეგიონებში მოსახლეობას ეუბნება იმას, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, ცდილობენ, რომ დანერგონ უიმედობა და ფაქტიურად ადამიანებს ეუბნებიან, რომ თავი შორს დაიჭირონ ჩვენი პარტიისგან, იმიტომ რომ ისინი დიდხანს აპირებენ ხელისუფლებაში დარჩენას და ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში თითოეულ ამ ადამიანს შეექმნება პრობლემები. მაგრამ მე მინდა მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, რომ ვილაპარაკოთ ღიად, ვილაპარაკოთ ისე, როგორც ეს გააკეთეს პოლიციელებმა, ეს გააკეთეს ცალკეულმა სსიპების სპეციალისტებმა, რიგითმა საჯარო მოხელეებმა. ამაზე ვისაუბროთ ხმამაღლა. ამ მეთოდებს როგორც წესი იყენებენ შეშინებული ხელისუფლებები, რომლებიც ცდილობენ ნებისმიერი ფორმით, მათ შორის ასეთი ბინძური მეთოდებით შენარჩუნებას, ჩვენ ეს ყველაფერი, საზოგადოებას მათ შორის , ნანახი გვაქვს 2011-2012 წლებში და ეს ყველაფერი ნიშანია იმის, რომ ცვლილებები არის გარდაუვალი. მინდა დახმარება აღვუთქვა თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, თითოეულ წევრს პარტიისას, ნებისმიერი მიმართულებით, მათ შორის სამართლებრივი მიმართულებით დახმარების ნაწილში და ჩვენ დღესვე აუცილებლად თითოეული ამ ფაქტის შესახებ დეტალურად შევატყობინებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.



კომენტარები:

ფართი შოპი