„NDI-ის კვლევაც და სხვა კვლევების მსგავსად გვაჩვენებს და ასახავს ძალიან მძიმე სურათს“ - გიგა ბოკერია

12 Aug 2021 18:04

ივანიშვილის რეჟიმი არის პასუხისმგებელი იმ მძიმე რეალობის შექმნაზე,რომელიც ჩატარებულ კვლევებშიც ნათლად არის გამოხატული.“ - ასე„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას. „ეს კვლევაც და სხვა კვლევებიც გვაჩვენებს და ასახავს ძალიან მძიმე სურათს, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი თვლის, რომ ქვეყანა მიდის არასწორიმიმართულებით, რა არის სამწუხარო რეალობა. ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ არის დავარდნილი და აგრძელებს ვარდნას და ყველაზე მწვავე პრობლემაზე, კოვიდთან დაკავშირებით ეს კვლევა კიდევ ერთხელ გვიდასტურებს იმას, რომ უდიდესი ნაწილი მოქალაქეების წესიერად ინფორმირებულიც კი არ არის ამ პრობლემის, ვაქცინიზაციის აუცილებლობის და დეტალების შესახებ, იმაზე რომ უფასოა და ასე შემდეგ. მეათედი არის აცრილი, მიუხედავად ამისა იმ მოქალაქეების, ვინც მზად არის, რომ დღესვე აიცრას. 


ეს არის პოლიტიკურად დანაშაულებრივი პასუხისმგებლობა ივანიშვილის რეჟიმის, გახარიასი, ღარიბაშვილის, ტიკარაძის, იმ სამეულისა და მთელი ამ კოჰორტის.“- განაცხადა ბოკერიამცნობისთვის NDI-ის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 52% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, 36% დადებითად, 9% აცხადებს, რომ არ იცის, ხოლო 3% პასუხზე უარს აცხადებს.



კომენტარები:

ფართი შოპი