თევდორე მღვდლის ქუჩის N10-ში ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

12 Aug 2021 18:26

დიდუბის გამგეობა აქტიურად განაგრძობს რაიონში სხვადასხვა სახის დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.ერთ-ერთი ასეთი პროექტი თევდორე მღვდლის ქუჩის N10-ში განხორციელდა, სადაც მოწესრიგდა, როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციები, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურა. პროექტის მიხედვით, წყალარინებისა და წყლის შიდა და გარე ქსელი 430 გრძივ მეტრზე შეიცვალა, ასევე, დამონტაჟდა 22 საკომუნიკაციო ჭა, ამის შემდგომ კი, 2 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი მოეწყო. 


სამუშაოების შედეგად, 53 ოჯახს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდა და კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს. განხორციელებული სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან, ჯამში, 169 773 ლარი გამოიყო.



კომენტარები:

ფართი შოპი