შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიაზე: როგორც ჩანს, შიგნით დაპირისპირება ან გაურკვევლობაა

12 Aug 2021 18:54

მმართველ გუნდში ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას წინასაარჩევნო ბანერებს აფასებენ. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ გაერთიანდნენ, თუმცა არჩევნებზე ინდივიდუალურად საკუთარი პარტიის სახელითა და საარჩევნო ნომრებით იბრძოლებენ.


„ერთი მხრივ, ნიკა მელია მოუწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებს, რომ მას მისცენ ხმა როგორც მერობის კანდიდატს. ხოლო რაც შეეხება პარტიულ სიასა და საკრებულოს თავმჯდომარეობას, ვხედავთ მათი გარე რეკლამით, რომ ის მოუწოდებს ელენე ხოშტარიას პარტიას მისცენ ხმა. ზოგადად, ადგილობრივი არჩევნებისადმი ინტერესი არ აქვთ. ხედავთ, რომ არანაირი პროგრამა და შეთავაზება მოქალაქეებისთვის არ აქვთ. ბოლო პერიოდში ჩანს, რომ ისინი ემზადებიან დესტრუქციისთვის“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს.



კომენტარები:

ფართი შოპი