"ევროპული საქართველო: ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია ოფიციალური მონაცემებით, ყოველი მე-2 ადამიანი სოციალურად დაუცველია"

13 Aug 2021 16:13

„ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია. ოფიციალური მონაცემებით, ყოველი მე-2 ადამიანი სოციალურად დაუცველია: ამბროლაურში, ონში, ლენტეხში, ცაგერსა და მესტიაში. ყოველი მე-3 სოციალურად დაუცველია: ხარაგაულში, ქედაში, ხულოსა და ჭიათურაში. არც სხვაგან არის უკეთესი მდგომარეობა."- აღნიშნავს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ნონიაშვილი. 


"ეს ხელისუფლება არ ცდილობს ადამიანების გაჭირვების დამარცხებას, ის ცდილობს ადამიანების გაჭირვებაზე ხელი მოითბოს. წინასაარჩევნოდ ჩამოივლის ხოლმე თქვენსა და თქვენი მეზობლების სახლებთან და იმუქრება, რომ თუ ჭკვიანად არ მოიქცევით, თუ ქართულ ოცნებას მხარს არ დაუჭერთ, მოგიხსნიან სოციალურ დახმარებას, გაგათავისუფლებენ საჯარო სამსახურიდან. დარბიან თავად სოციალური სამსახურის ჩინოვნიკებიც. ვხედავთ, როგორ დარბის მაგალითად სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი, ავთო ცქვიტაია ღამ- ღამობით სოფელ-სოფელ სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაშინებლად.


მანამდე, სანამ რეჟიმს დავამარცხებთ, ჩვენ ერთად უნდა დავუპირისპირდეთ იმ ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობას, რასაც ქართული ოცნება კორუფციითა და დაშინებით ინარჩუნებს. ევროპულმა საქართველომ დავიწყეთ მასშტაბური კამპანია - „სოციალური მაშველი“. ჩვენ დავიცავთ და არ მივცემთ ხელისუფლებას არცერთი ადამიანის დაჩაგვრის შესაძლებლობას. თუ იცით კორუფციის, სახელმწიფო სახსრების ფლანგვის ფაქტების შესახებ, რაში დახარჯული ფულიც თქვენს, თქვენი შვილების, მეზობლების, ნათესავების კეთილდღეობას შეიძლებოდა მოხმარებოდა, თუ პოლიტიკური ნიშნით გითხოვენ სამსახურიდან, ან გართმევენ სოციალურ დახმარებას, ან ამით გემუქრებიან, - დაგვირეკეთ ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე 0322 800 222 ან მიმართეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ევროპული საქართველოს ოფისებს. ევროპული საქართველოს „სოციალური მაშველი“ დაიცავს ყველა ადამიანს, ვინც საჭიროებს დაცვას.“ - განაცხადა ნონიაშვილმა.



კომენტარები:

ფართი შოპი