„გამყრელიძისთვის წარმოუდგენელია, რას ნიშნავს ტრანსპორტის გარეშე სამსახურში მისვლა, თავად მძღოლიანი მანქანით გადაადგილდება“ - შოთა ბურჯანაძე

13 Aug 2021 19:07

„ამირან გამყრელიძისთვის წარმოუდგენელია, რას ნიშნავს ტრანსპორტის გარეშე სამსახურში მისვლა, რადგან თავად მძღოლიანი მანქანით გადაადგილდება“, - ამის შესახებ რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.


რესტორატორმა საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კატათაგვობანას თამაში უწოდა.


„დღეს იმ რეალობაში ვართ, რასაც ომი ჰქვია. ახლა რასაც სახელმწიფო აკეთებს, 3 კვირის წინ უნდა გაეკეთებინა, რომ არ მივსულიყავით ამ მდგომარეობამდე. შეზღუდვებზე და ჩაკეტვებზე საუბარი არის უბრალოდ ფიქცია, დღეს უნდა ვისაუბროთ მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციაზე.


აუცილებელი და მნიშვნელოვანია მაგალითების მიცემა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს პესიმისტურად წარმოუდგენიათ და ვაქცინაციას უყურებენ როგორც ეშმაკისეულ მხარეს. აქ არის ორი ფაქტორი: სიცოცხლე და სიკვდილი. ან ირჩევს სიცოცხლეს ან სიკვდილს.


ის გადაწყვეტილება რაც მიღებულია, მიუღებელია იმ კუთხით, რომ არაფრის მომცემია. ეს არის კატათაგვობანას თამაში. პირობითად, დღეს 3 კვირით ჩავკეტავთ რაღაც სივრცეს, შემდეგ დავუბრუნდებით ამ ვითარებას და ასეთ ვითარებაში ადამიანები გაწვალებულები არიან.


რაც შეეხება ტრანსპორტის გაჩერებას, ბატონი ამირან გამყრელიძისთვის უბრალოდ წარმოუდგენელია რას ნიშნავს ტრანსპორტის გარეშე სამსახურში მისვლა, თვითონ გადაადგილდება მძღოლიანი მანქანით და მისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საუბრისას.




კომენტარები:

ფართი შოპი