ირაკლი ღარიბაშვილი - იმისთვის, რომ ქვეყანაში არ იყოს არც რყევა არც რაიმე დაძაბულობა და არც ქაოსი, საჭიროა, რომ ჩვენ ძლიერად, დამაჯერებლად გავიმარჯვოთ არჩევნებში

14 Aug 2021 02:43

იმისთვის, რომ ქვეყანაში არ იყოს არც რყევა არც რაიმე დაძაბულობა და არც ქაოსი, საჭიროა, რომ ჩვენ ძლიერად, დამაჯერებლად გავიმარჯვოთ არჩევნებში, რომ შემდგომი სამი წელი, 2024 წლამდე, მანამ, სანამ არ იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, ქვყანამ ძლიერი, მტკიცე ნაბიჯებით გააგრძელოს განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თელავის მერობის კანდიდატის, ლევან ანდრიაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განახადა.


მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინაციის პროცესში ჩართვისაკენ.


„ჩვენ გვაქვს სერიოზული, ძლიერი ეკონომიკური ზრდა. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ სწრაფად მოვახერხეთ ეკონომიკის აღდგენა და ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების დასკვნებისა და პროგნოზების მიხედვით, ჩვენ ვუბრუნდებით პანდემიამდელ მდგომარეობას. ამას სჭირდება შენარჩუნება. ორნიშნა ზრდა ჩვენ არ გვქონია ბოლო 15 წლის განმავლობაში. ამიტომ, ამ ყველაფერს სჭირდება მოფრთხილება და ჩვენ გვჭირდება ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერა და თანადგომა ამ პროცესში, იმისთვის, რომ ეს პროცესი გავიაროთ მშვიდად, მტკიცედ და გონივრულად, ამისთვის ჩვენ გვაქვს ყველანაირი ბერკეტი, გვაქვს გამოსავალი, როგორიც არის ვაქცინა, ამიტომ, საჭიროა ამ პროცესში ყველა ნებაყოფლობით ჩავერთოთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.



კომენტარები:

ფართი შოპი