მამუკა წოწერია: ახლებური კამპანიით წარვსდექით მოსახლეობის წინაშე, თითო სოფელს ვუთმობთ თითო დღეს რათა უფრო სრულად იყოს მოცული სოფლის მოსახლეობა და იყოს უფრო მეტი ინტერაქცია

14 Aug 2021 08:59

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდიატმა მამუკა წოწერიამ მოსახლეობასთან შეხვედრები, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ედიტა კოდუასთან  და სახელმწიფო რწმუნებული მოადგილესთან ნუკრი ხასიასთან ერთად სოფელ ნარაზენში გამართა.


,,დღეს სოფელ ნარაზენში ვიმყოფებოდით და ახლებური კამპანიით წარვსდექით მოსახლეობის წინაშე, თითო სოფელს ვუთმობთ თითო დღეს, რათა უფრო სრულად იყოს მოცული სოფლის მოსახლეობა, გვქონდეს უფრო მეტი შეხვედრა, იყოს უფრო მეტი ინტერაქცია და პირველწყაროსგან მივიღოთ ყველა საჭიროებისა და გამოწვევის შესახებ ინფორმაცია. რაც დაგვეხმარება პრობლემების მოგვარებასა და გადაჭრის გზების განსაზღვრაში.


ნარაზენში, კოვიდრეგულაციების დაცვით შევხვდით ოჯახებს, მათ შორის ფერმერებს, როლებიც ქმნიან სასოფლო-სამეურნეო დოვლათს. ვიყავით საკალანდიოს უბანში სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად მოწესრიგდება, გზის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია, ეს ინფორმაცია განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.


ნარაზენი ულამაზესი სოფელია, მას გააჩნია განვითარების დიდი პერსპექტივა და რა თქმა უნდა მოსახლეობასთან ერთად ვისაუბრეთ ამ პერსპექტივებზე, რომელიც აუცილებლად განხორციელდება და ამ სოფელს კიდევ უფრო მეტი სიკეთე შეექმნება „ქართული ოცნებისგან“, მისი ხელისუფლებისგან და რა თქმა უნდა ჩვენგან, მომავალი ადგილობრივი ხელისუფლებისგან“ განაცხადა მამუკა წოწერიამ.


ნარაზენში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, მათ შორის მოწესრიგდა გზები.


„ჩვენ ნარაზენში  საგზაო ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგეთ, რეაბილიტაცია ჩავუტარეთ ნარაზენი-ჭაქვინჯის  გზის 10 კმ-იან  მონაკვეთს. მოწესრიგდა ნარაზენი-შამადელას საავტომობილო გზა, მოვახდინეთ გაზიფიცირება, დღეს ვიმყოფებოდით ლომაიების ოჯახში სადაც ბუნებრივი აირი პირველად აენთო, მათთან ერთად სოფლის 1260 ოჯახი ამ სიკეთით ისარგებლებს - ეს პროექტების მცირე ჩამონათვალია. ამ სოფელის, ისევე, როგორც მთელი მუნიციპალიტეტის მეტი განვითარებისთვის არაერთი პროექტის განხორციელება გვაქვს განსაზღვრული“ - განაცხადა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა




კომენტარები:

ფართი შოპი