საპატრიარქო - ყველა ეკლესია-მონასტერს კურთხევა ეძლევა, სიტკბოების მიღებისთვის გამოყენებული იქნას ერთჯერადი ჭიქები

14 Aug 2021 10:43

პანდემიიდან გამომდინარე, 14 აგვისტოდან ეკლესია-მონასტრებს კურთხევა ეძლევათ, უზრუნველყონ, რომ სიტკბოების მიღებისთვის ერთჯერადი ჭიქები გამოიყენონ. ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაში N79 საქართველოს საპატრიარქოსადმი.


ამასთან, პატრიარქის ბრძანების თანახმად, ტაძრებში დისტანცია უნდა იყოს დაცული, ხოლო მრევლს თან უნდა ჰქონდეს პირბადე.


"ამა წლის 14 აგვისტოდან, სამი კვირის განმავლობაში, პანდემიის პრობლემიდან გამომდინარე, ყველა ეკლესია-მონასტერს ეძლევა კურთხევა, უზრუნველყონ (როგორც ადრე), რომ ტაძრებში დაცულ იქნეს დისტანცია, პერიოდულად ჩატარდეს იატაკის დეზინფექცია და მრევლმა იქონიოს პირბადე, ხოლო სიტკბოების მიღებისთვის გამოყენებულ იქნეს ერთჯერადი ჭიქები", - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ბრძანებაში.


ipn.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი