რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის მეთაურის ვიზიტი

14 Aug 2021 11:54

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის მეთაურს, გენერალ-მაიორ ტიბერიუ დაციან სერბანს უმასპინძლა. 


შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს და სურვილი გამოთქვეს, რომ საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლების მიზნით აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება და გაღრმავდება.


რუმინელი გენერლის ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ჩატარებული და მიმდინარე ერთობლივი ღონისძიებებით მიღწეული პროგრესის შეფასებას.

 

 


კომენტარები:

ფართი შოპი