მამუკა წოწერია: მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკით და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, აუცილებლად მივაღწევთ დეოკუპაციას

14 Aug 2021 15:05

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 29 წელი გავიდა. ქვეყნისთვის ტრაგიკულ თარიღს ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია ეხმიანება. როგორც, მერობის კანდიდატი აღნიშნავს, მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკითა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, აუცილებლად მიღწეული იქნება დეოკუპაცია.


,,აფხაზეთის ომის დაწყებიდან 29 წელი გავიდა. ომი, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა ტრაგიკული აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის. კონფლიქტის შედეგად 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ასეულობით კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ასობით ათასი ადგილობრივი იძულებული გახდა საკუთარი სახლ-კარი დაეტოვებინა. აფხაზეთი თითოეული ჩვენგანის ტკივილია! სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია დღესაც გრძელდება, მაგრამ ჩვენი მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკითა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, აუცილებლად მივაღწევთ დეოკუპაციას და ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად, მალე ჩვენი ქვეყნის ისტორიული ერთიანობის აღდგენას ვიზეიმებთ“ - წერს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე მამუკა წოწერია.




კომენტარები:

ფართი შოპი