ავტომობილის რომელი ფანჯარა როდის უნდა იყოს ღია, რომ კორონავირუსის გადადების რისკი შემცირდეს კვლევის შედეგები

14 Aug 2021 16:01

სუონსის უნივერსიტეტმა ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანიც იმის დადგენა იყო, თუ როდის და რამდენი ფანჯრის ჩაწევაა ავტომობილში იმისთვის, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს, - ამის შესახებ BBC წერს.


კვლევის მიგნებები ასეთია: 48კმ/სთ-ზე დაბალი სიჩქარით სიარულისას, ოთხივე ფანჯრის ჩაწევა ყველაზე მეტად ამცირებს გადაცემის საფრთხეს, მაგრამ უფრო სწრაფად სიარულისას, მაგალითად, მაგისტრალზე, ორი, დიაგონალურად განლაგებული ფანჯრის გახსნა უფრო მომგებიანია;


ყოველ 5-10 წუთში, ფანჯრების გაღება 97%-ით ამცირებს ვირუსის ნაწილაკების სალონში დაგროვების ალბათობას;


კვლევამ ასევე ცხადყო, რომ წინა სავარძელზე ჯდომა გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე - უკან, ჰაერის ნაკადის მიმართულების გამო;


მგზავრს, რომელსაც უკანა სავარძელზე უწევს ჯდომა, მეცნიერები იმ ადგილის საპირისპირო მხარეს დაჯდომას ურჩევენ, სადაც ფანჯარაა ღია;


ავტომობილში პირბადის გამოყენება 90%-ით ამცირებს ნაწილეკების გავრცელების რისკს.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


imedinews.ge




კომენტარები:

ფართი შოპი