14 აგვისტოს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 29 წელი გავიდა

14 Aug 2021 17:45

14 აგვისტოს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 29 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლგიორგაძემ შერიგებისა და   სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფომინისტრთან თეა ახვლედიანთან და სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი გმირთა მემორიალთან მიაგო. 


მათ გმირთა მოედანზე მდებარესაქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინითშეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას. გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ ასევე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები დადაღუპულების ოჯახის წევრები. საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დილის შვიდ საათზე დაიწყო, როდესაც საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონამ ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. პირველი გასროლა ოჩამჩირეში, სოფელ ოხურეისთან მოხდა. ეს იყოსაომარი მოქმედებების დასაწყისი, რომელიც აფხაზეთში 1993 წლის შემოდგომამდე გაგრძელდა.



კომენტარები:

ფართი შოპი