მოქალაქეებს კოალიცია შევთავაზოთ, დანაპირები ავასრულოთ, თორემ გამარჯვებას ვერ მივაღწევთ - თაკო ჩარკვიანი

14 Aug 2021 19:42

მე იმ გზაზე ვარ, იმ პირობაზე, რომელიც ვთქვით და შევასრულოთ ბოლომდე. მორჩეს ბოკერია მრავალწლოვან მაიმუნობებს, თორემ როგორც პარტია ჩამოიმხო, ისე დაგვამხობს მთელ პროცესს თავზე, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.


მისი თქმით, ოპოზიციამ ამომრჩეველს კოალიცია უნდა შესთავაზოს.


გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ დღეს და ღამეს ვასწორებთ შრომაში, ასევე არიან გარკვეული ადამიანები, რომლებიც იმავეს აკეთებენ, მაგრამ, ეს ყველაფერი რისთვის კეთდება, რა მიზანი გვაქვს-შევცვალოთ. როგორ უნდა შევცვალოთ-კოალიციით. თუ კოალიციით უნდა შევცვალოთ, უნდა ვაჩვენოთ, რომ კოალიციურ წარმომადგენლობას ვაკეთებთ. ბოკერიამ თუ გამოტენა ყველა თავისი კადრით ყველაფერი, მაპატიეთ, საკრებულოში ფეხი ჩადგა, მისი პარტიის წევრებს სადღაც ვხედავთ. ჩემი სტატუსი რომ დაიდო, თქვენ ნახეთ, წარმოიდგინეთ, რომ ეს იყო 100:1, სრულიად უცხო ხალხი შემოდიოდა და რა რაოდენობის ხალხით, რადგან ხალხი ბრმა არ არის. მე იმ გზაზე ვარ, იმ პირობაზე, რომელიც ვთქვით და შევასრულოთ ბოლომდე. 


მორჩეს ბოკერია მრავალწლოვან მაიმუნობებს, თორემ როგორც პარტია ჩამოიმხო, ისე დაგვამხობს მთელ პროცესს თავზე. მე, როგორც ჯარისკაცი არსად ვაპირებ წასვლას. კოალიცია შევთავაზოთ, ის დანაპირები ავასრულოთ. 

ესაა ჩემი მიზანი, თორემ ჩვენ გამარჯვებას ვერ მივაღწევთ", - განაცხადა ჩარკვიანმა.




კომენტარები:

ფართი შოპი