გიორგი გახარია:„ხელისუფლება, რომლის ძირითადი ლოზუნგიც იყო სამართლიანობა და ადამიანზე ძალადობის არდაშვება - რა მეთოდებსაც აპროტესტებდა და უჩიოდა დღეს იგივეს იყენებს“

14 Aug 2021 22:24

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას კახეთში ვიზიტს დღეს თან ახლდა სავარაუდოდ - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების მიერ ადევნების, თვალთვალის და მოსახლეობის დაშინების ფაქტები.


„ეს უკვე იმდენად სისტემური გახდა, რომ სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტებია ამაში ჩართული და მათ შორის, ჩემდა გასაკვირად და ჩემდა გულგასატეხად - ძირითადად ძალოვანი სტრუქტურებია ეს და ეს არის ძალიან სამწუხარო.“ - ამბობს გახარია

„დღეს ყარაჯალაში რაც მოხდა... ოფიციალური პირები, ადგილობრივი ადმინისტრაცია, ძალოვნები, გადაკეტილი გზა, ადამიანის დაშინება -  გასაკვირი კი არ არის და ვინმეს რამის კი არ ეშინია. უბრალოდ სამწუხაროა. ხელისუფლება, რომელმაც არჩევნები მოიგო და რომლის ძირითადი ლოზუნგიც იყო სამართლიანობა და ადამიანზე ძალადობის არდაშვება და მიუღებლობა -ის ხელისუფლება მივიდა უბრალოდ იმ დონემდე, რომ რა მეთოდებსაც უჩიოდა, რა მეთოდებსაც აპროტესტებდა დღეს იყენებს ზუსტად იგივე მეთოდებს, - ყველა დონეზე, ადგილობრივ, საერთაშორისო დონეზე და დღეს იგივეს აკეთებს.’’ - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ

გიორგი გახარია ხაზს უსვამს, რომ 21-ე საუკუნეში მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენებისა ადგილი არ არის და ეს მეთოდები მიუღებელია.


„ერთხელ და სამუდამოდ ეს უნდა დავამთავროთ. ეს შესაძლებელია და უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად. ოცდამეერთე საუკუნეში ვცხოვრობთ უკვე და საერთოდ, არჩევნებით მანიპულირება და არჩევნებში ისეთი ინსტრუმენტების გამოყენება, როგორიცაა სახელმწიფო ინსტიტუტების პირდაპირი ჩართვა, დაშინება, სამსახურიდან გაგდებაზე არაფერს აღარ ვამბობ ხომ - არის უაღრესად მიუღებელი.ამას ემატება კიდევ ფული, ადმინისტრაციული რესურსი და ბევრი რამ. თუმცა ჩვენ ეს რეალობა მხოლოდ არჩევნების გზით უნდა შევცვალოთ.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი