გიორგი გახარია:„მოქალაქის არჩევანზეა დამოკიდებული ყველაფერი და არა იმაზე, ვინ ვის რა პროცენტს დაუწერს“

14 Aug 2021 23:37

„მე ასეთ დასკვნებს ვერ გავაკეთებ. ახლა ვიღაც მიდის, ვიღაც შეიძლება მოდის. ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოქალაქეების განწყობებს და მათ აღქმებს და მნიშვნელობა აქვს რა არჩევანს გააკეთებენ ისინი არჩევნების დროს.“ - ასე პასუხობს გიორგი გახარია მედიის შეკითხვას, მიუთითებს თუ არა ოცნებიდან კანდიდატების გადინება ქართული ოცნების დაშლაზე.
 

„უკვე საარჩევნო კამპანიაში შევედით ფაქტიურად - ახლა კი არის აგვისტო, ეს ყველაფერი დაწყებულია. და ვინ რა რაკურსით იყენებს მსგავსს ნაბიჯებს - რთულია ანალიზისთვის. ახლა მთავარია, რომ მაქსიმალურად შეგვეძლოს კამპანიას ჩატარება ღია, თანაბარ, ტრანსფარენტულ პირობებში. მოქალაქის არჩევანზეა დამოკიდებული ყველაფერი და არა იმაზე, ვინ ვის რა პროცენტს დაუწერს ან ვინ შეაფასებს, რომ ვიღაც არის ერთადერთი ძალა.“ - ამბობს გიორგი გახარია. 


პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია დღეს კახეთში იმყოფებოდა. გახარიას მიერ კახეთში ვიზიტსა და პარტიული ოფისების გახსნას დღეს თან ახლდა სავარაუდოდ - სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების მიერ ადევნების, თვალთვალისა და მოსახლეობის დაშინების ფაქტები.




კომენტარები:

ფართი შოპი