გიორგი გახარია: „მე ვერ წარმომიდგენია ქვეყნის სრულფასოვანი განვითარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე“

15 Aug 2021 07:22

„დღეს, სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ტრაგიკული დღეა. 29 წლის წინ დაიწყო აფხაზეთის ომი და ის სიმძიმე, რომელიც მაშინ დაიწყო, ჯერ კიდევ მოგვაქვს და ამ მოჯადოებულ წრეს ვერ დავაღწიეთ თავი.“- ასე დაიწყო გიორგი გახარიამ მხარდამჭერებისადმი მიმართვა თელავში, პარტია „საქართველოსთვის“ ახალი ოფისის გახსნისას. 


„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს პრობლემა არ არის მხოლოდ და მხოლოდ ოკუპირებული მიწები - საქართველოს პრობლემაა ჩვენი ქვეყნის განვითარების ოკუპირება. უნდა ვიზრუნოთ, რომ მშვიდობიანად, გონივრულად აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. მე ვერ წარმომიდგენია ქვეყნის სრულფასოვანი განვითარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე.“- განაცხადა გახარიამ.


კომენტარები:

ფართი შოპი