ლაშა ტალახაძე - იმედი მაქვს, რომ კიდევ მეტი მედლები გვექნება ოლიმპიურ თამაშებზე

15 Aug 2021 07:28

ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ჩვენი შრომა დააფასა, - ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ავლაბრის ცერემონიების სასახლეში განაცხადა, სადაც სპორტსმენებთან შეხვედრა გაიმართა.


ლაშა ტალახაძის განცხადებით, სპორტსმენებისთვის სტიმულის მიმცემი არის დაფასება და გულშემატკივრის ემოციები, რომელსაც შეჯიბრის შემდეგ განიცდიან.


,,რა თქმა უნდა, სპორტსმენისთვის გამარჯვების მიღწევის შემდეგ სტიმულის მიმცემია დაფასება და გულშემატკივრების გამოხატული ემოცია, რომელსაც შეჯიბრის შემდეგ განიცდის სპორტსმენი. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ჩვენი შრომა დააფასა და სამომავლოდ, იმედი მაქვს, რომ კიდევ მეტი მედლები გვექნება ოლიმპიურ თამაშებზე”, - აღნიშნა ლაშა ტალახაძემ.


ცნობისთვის, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები საქართველოს დელეგაციისთვის წარმატებული გამოდგა. საქართველომ 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ბექაური (ძიუდო) და ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) გახდნენ, ვერცხლის მედლები - ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა, გურამ თუშიშვილმა (სამივე ძიუდო), იაკობ ქაჯაიამ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს მედალს ანტონ პლესნოი (ძალოსნობა) დაეუფლა.




კომენტარები:

ფართი შოპი