ლელა წურწუმია კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში გადაიყვანეს - რას ამბობს მის მდგომარეობაზე ლევან რატიანი

15 Aug 2021 12:42

"პრაიმტაიმის” ინფორმაციით, მომღერალი ლელა წურწუმია კოვიდ ინფიცირებულია. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. მას კორონავირუსი 2 დღის წინ დაუდასტურდა. 


გამოცემის ინფორმაციით, ლელა წურწუმიას ინფიცირება ბათუმში ხალხმრავალ კონცერტს უკავშირდება, რომელიც მომღერალმა 7 აგვისტოს გამართა.


ჯერჯერობით, უცნობია, გაჩნდება თუ არა ე.წ. ესტრადის კლასტერი.


როგორც კლინიკაში აცხადებენ, მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის ჟანგბადდამოკიდებულია.


“ლელა სტაბილურად არის, ჟანგბად დამოკიდებულია, ოქსიგენეცია მიდის, ჟანგბადზეა, სატურაციას ამ ეტაპზე ინარჩუნებს. თვითონ თავს მხნედ გრძნობს და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება,” – ამბობს ლევან რატიანი.


“პრაიმტაიმი” ამ ინფორმაციაზე სასაუბროდ მომღერლის ქმარს და პროდიუსერს კახა მამულაშვილს, იგივე მამულიჩას დაუკავშირდა, თუმცა მან ტელეფონი გათიშა.


წურწუმიას მეგობარი, კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე ამბობს, რომ მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.


“ლელა თავს კარგად გრძნობს, მისი კონტაქტი არ ვარ, არ მინახავს რამდენიმე დღეა,” – ამბობს რუსა მორჩილაძე.





კომენტარები:

ფართი შოპი