რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამედიცინო დაწესებულებებში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

15 Aug 2021 13:40

დღეს, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ორბელიდან განხორციელდა ადგილობრივი მოსახლეობის, ცაგერის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრში გადაყვანა და მასობრივი ვაქცინაცია.  


ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს ეხმარებიან გადაადგილებაში, უზრუნველყოფენ მათ ტრანსპორტირებას სამედიცინო პუნქტებში, რათა გაიკეთონ მათთვის სასურველი ვაქცინები. სოფლებიდან გადაყვანილი მოსახლეობის ვაქცინაცია ადგილზე რეგისტრაციით არის შესაძლებელი. 

კოვიდის საწინააღმდეგო იმუნიზაცია ცაგერის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში მთელი დღის განმავლობაშია შესაძლებელი.


ვაქცინაციის პროცესს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიოგი მაქარაშვილი ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან ერასტი მეტრეველთან ერთად გაეცნო.




კომენტარები:

ფართი შოპი