"სახლი გამიქურდეს! მთელი სახლი თავდაყირაა! და ვაი, თქვენი ბრალი!" - რას წერს ეკა მიშველაძე სოციალურ ქსელში

16 Aug 2021 12:17

"TV პირ­ვე­ლის" ჟურ­ნა­ლის­ტის ეკა მიშ­ვე­ლა­ძის ბინა გა­ძარ­ცვეს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტე­ლე­წამ­ყვა­ნი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს:


"ეს რა ქვე­ყა­ნაა! ეს სად ვცხოვ­რობთ?! სახ­ლი გა­მი­ქურ­დეს! ამ წამს მო­ვე­დი და ღია დამ­ხვდა! მთე­ლი სახ­ლი თავ­და­ყი­რა! ეს რა მიზ­ნით მოხ­და, მა­გა­საც გა­ვი­გებ, იმე­დია, და ვაი, თქვე­ნი ბრა­ლი!


ერთი შე­ხედ­ვით, წა­ღე­ბუ­ლი არა­ფე­რია. ბო­ლომ­დე ვერ ვა­ხერ­ხებთ ჯერ დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას, მუ­შა­ო­ბენ ექ­სპერ­ტე­ბი. მაგ­რამ, აქ სა­ყუ­რა­დღე­ბო სხვა რა­მეა: ეს კი არის ჩემი მი­სა­მარ­თი, მაგ­რამ ვცხოვ­რობ სხვა­გან. აქ ცხოვ­რობს ჩემი შვი­ლი ქმარ­თან და პა­ტა­რა შვილ­თან ერ­თად! ეჭ­ვებს მი­ჩენს, რომ ეს შე­საძ­ლოა და­ში­ნე­ბის მცდე­ლო­ბა იყოს! და თუ ასეა, მეტი სიმ­დაბ­ლე არ არ­სე­ბობს!", - წერს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი.




კომენტარები:

ფართი შოპი