საქართველოში კორონავირუსის 2676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 30 ადამიანი გარდაიცვალა

16 Aug 2021 12:48

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.


მათივე მონაცემებით, კორონავირუსს კიდევ 30 ადამიანი ემსხვერპლა. ამავე პერიოდში 4119 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 25730 ტესტირება ჩატარდა.


 ipn.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი