გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ უკვე დასახელებული გვყავს კანდიდატები, ოპოზიცია ან ვერ პოულობს მათ, ან კანდიდატებად საკუთარ ოჯახის წევრებს ასახელებს

16 Aug 2021 13:42

შედეგი სახეზეა, ჩვენ გვყავს კანდიდატები. ოპოზიცია ან ვერ პოულობს კანდიდატებს, ან საკუთარ ოჯახის წევრებს ასახელებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკას“ „ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენილ მერების კანდიდატებზე საუბრისას განუცხადა.


მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი მერობის კანდიდატები წარდგენილი ჰყავს, რადგან მათ საამისოდ მზადება დროულად დაიწყეს.


„ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას დავიწყებდით, რაც მოვახერხეთ და შედეგი უკვე სრულად დადგა. კანდიდატები უკვე დასახელებული გვყავს და წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. როდესაც ჩვენ ამისათვის ვემზადებოდით, სამწუხაროდ, ოპოზიცია ზოგი ქუჩაში დარბოდა, ზოგიერთი საპარლამენტო სხდომათა დარბაზში - მაგიდებზე და ტრიბუნას იკავებდა. შესაბამისად, შედეგი სახეზეა, ჩვენ გვყავს კანდიდატები. ისინი ან ვერ პოულობენ კანდიდატებს, ან საკუთარ ოჯახის წევრებს ასახელებენ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.


„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონებში მერობის კანდიდატები 15 აგვისტოს წარადგინა.




კომენტარები:

ფართი შოპი