საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს თომას მულმანს შეხვდა.შეხვედრაზე საქართველოსა და ავსტრიის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. გამოითქვა მზაობა ქვეყნებს შორის ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და გარემოს დაცვის სფეროებში ურთიერთობების პოტენციალის სრულად ათვისების მიმართულებით.
აღინიშნა, რომ ქართული მხარე ინარჩუნებს ინტერესს ავსტრიული ბიზნესისა და ინვესტიციების საქართველოში მოზიდვის მიზნით. ხაზი გაესვა ცნობილი ავსტრიული კომპანიების მონაწილეობით საქართველოში მიმდინარე წარმატებულ პროექტებს. საუბარი შეეხო კოვიდ-19-ით შექმნილ გამოწვევებს და პანდემიასთან ბრძოლის საკითხებს. პრემიერ-მინისტრმა ავსტრიელ დიპლომატს „AstraZeneca“– ს ვაქცინის 5000 დოზის საქართველოსთვის მიწოდებისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.