საარჩევნო ადმინისტრაციაში ორგანიზებული ვაქცინაციის პროცესი გრძელდება

16 Aug 2021 19:29

საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების ორგანიზებული ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. ამჯერად ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლებითბილისში ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზაში განთავსებულ ვაქცინაციის ცენტრში აიცრნენ. საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მისი მიზანი როგორც უშუალოდ ადმინისტრაციაში დასაქმებულთათვის, ისეამომრჩევლებისთვის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე ზრუნვაა.


საარჩევნო ადმინისტრაცია მადლობას უხდის თითოეულ თანამშრომელს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის. ვაქცინაციის პროცესი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით ხორციელდება.




კომენტარები:

ფართი შოპი