პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვება

16 Aug 2021 19:33

ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვება, - შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა.

„საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განსახორციელებლად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალები“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.


კომენტარები:

ფართი შოპი