"უფრო გამწარებული ხალხი გამოგივარდებათ" - ნათელაშვილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას ითხოვს

16 Aug 2021 20:19

შალვა ნათელაშვილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას ითხოვს. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი მთავრობის ამ გადაწყვეტილებას არაკონსტიტუციურს უწოდებს. ოპოზიციონერმა ლიდერმა შესაბამისი სარჩელით საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. 

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხალხის გამოკეტვით, ტრანსპორტის პარალიზებით აიცილებს თავიდან საშემოდგომო საპროტესტო ტალღას, ძალიან ცდება. უფრო გამწარებული ხალხი გამოგივარდებათ აი, ამის გამო, რაც დაკავშირებულია ადამიანთა მოძრაობის, გადაადგილების აკრძალვასთან. როგორ უნდა მივიდნენ ასაცრელად ადამიანები, როგორ უნდა მივიდნენ თუნდაც დაავადებული კორონავირუსით სამკურნალოდ პროცედურების ჩასატარებლად, როგორ უნდა მივიდნენ სამსახურებში ადამიანები, რომლითაც ცხოვრობენ და პურს ჭამენ?, - ამბობს ნათელაშვილი.


tv.პირველი



კომენტარები:

ფართი შოპი