მიხეილ სააკაშვილი - რა სცენებსაც ვუყურებთ ახლა ავღანეთის აეროპორტში, ეს იქნებოდა ის, რაც მოხდებოდა თბილისში 2008 წელს, მე რომ დამეტოვებინა ქვეყანა

16 Aug 2021 23:05

რა სცენებსაც ვუყურებთ ახლა ავღანეთის აეროპორტში, ეს იქნებოდა ის, რაც მოხდებოდა თბილისში 2008 წელს, მე რომ დამეტოვებინა ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ავღანეთში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.


სააკაშვილის თქმით, ავღანეთის არმია ჩამოიშალა კორუფციის და სრული რწმენის არ ქონის გამო საკუთარ მთავრობაში, რაც დღეს საქართველოში ხდება.


სააკაშვილის თქმით, საქართველო დღეს უფრო დაუცველია, ვიდრე არასდროს.


„რა სცენებსაც ვუყურებთ ახლა ავღანეთის აეროპორტში, ეს იყო რაც მოხდა სოხუმში 1993 წელს და ეს იქნებოდა ის, რაც მოხდებოდა თბილისში 2008 წელს, მე რომ მიმეღო ზოგიერთი ჩვენი "კეთილმოსურნის" წინადადება და დავმორჩილებოდი რუსეთის შანტაჟს და დამეტოვებინა ქვეყანა, იმიტომ რომ ერთ-ერთი აეროპორტი რომელსაც არ ბომბავდნენ და რომელიც გახსნილი იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, მხოლოდ ერთადერთი მიზნით რომ მე და ჩემს ოჯახს დაგვეტოვებინა საქართველო და მე ამაზე კატეგორიულად უარი ვთქვი და რითიც გადავარჩინე ჩვენი დედაქალაქი


და გადავარჩინე ჩვენი ქვეყანა, იმ სცენებს რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ ქაბულში.


რაც შეეხება, იმას თუ რატომ ჩამოიშალა ავღანეთის არმია - ჩამოიშალა კორუფციის და სრული რწმენის არ ქონის გამო საკუთარ მთავრობაში.


ის, რაც ხდება დღეს საქართველოში - დღეს საქართველო არის უფრო დაუცველი, ვიდრე არასდროს. დღეს საქართველოში იგივე რამე, მსგავსიც რომ გამეორდეს მიახლოებითაც ქართული სახელმწიფო გაქრება. ამიტომ ჩვენ უნდა დროზე დავიცვათ ჩვენი თავი და გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა““, - წერს სააკაშვილი Facebook-ზე.




კომენტარები:

ფართი შოპი